ვალუტის გადაცვლის კალკულატორი

შეადარეთ Paysera-სა და ბანკების კურსები რეალურ დროში.

კალკულატორში ნაჩვენებია Paysera-ს მიერ შემოთავაზებული ვალუტის გადაცვლის საუკეთესო კურსები, რომლებიც ვრცელდება Paysera-ს მომხმარებელ ფიზიკურ პირებზე, რომლებიც ვალუტას საკუთარ ანგარიშზე აკონვერტირებენ.

როდის არის კურსი კიდევ უფრო ხელსაყრელი

ერთჯერადად 5000 EUR-ზე მეტის გადაცვლისას უკეთესი კურსი ავტომატურად გამოიყენება – როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირებისთვის.

თუ თქვენი ბიზნესი უცხოელ პარტნიორებთან ვაჭრობს და ყოველთვიურად დიდ თანხებს აკონვერტირებთ, დაგვიკავშირდით და განსაკუთრებით მიმზიდველ კურსებს შემოგთავაზებთ.

გადაცვალეთ ვალუტა აპლიკაციაში

step one

გახსენით Paysera მობილური აპლიკაცია და დააჭირეთ გადარიცხვები.

step one

აირჩიეთ ვალუტის გადაცვლა.

step three

შეიყვანეთ თანხა, აირჩიეთ ვალუტები და დაადასტურეთ.

გადაცვლილი ვალუტა ანგარიშზე მაშინვე აისახება.

ხშირად დასმული კითხვები

ვალუტის გადაცვლა მხოლოდ Paysera-ს მომხმარებლებს შეუძლიათ. თუ ანგარიში ჯერ არ გაქვთ, ჩამოტვირთეთ Paysera მობილური აპლიკაცია და გახსენით Paysera-ს ანგარიში.

ანგარიშის შევსება შეგიძლიათ ჩვეულებრივი საბანკო გადარიცხვით ევროში. თუ გსურთ, თქვენს ანგარიშზე ფული სხვა ვალუტაში გადმორიცხოთ, დააგენერირეთ შევსების ინსტრუქციები.
Paysera მობილურ აპლიკაციაში დააჭირეთ გადარიცხვები და აირჩიეთ ვალუტის გადაცვლა.
ანგარიშის მთავარ გვერდზე იპოვეთ თქვენი ნაშთი და გადაუსვით თითი მარცხნივ.
აუცილებელი არ არის. გადარიცხვის შექმნისას შეგიძლიათ აირჩიოთ, რომ ვალუტა ავტომატურად დაკონვერტირდეს – სისტემა დააკონვერტირებს ზუსტად იმდენს, რამდენიც გადარიცხვისთვის არის საჭირო. ასევე შეგიძლიათ ჯერ ვალუტა გადაცვალოთ აპლიკაციაში ან ონლაინ ბანკინგში და მხოლოდ ამის შემდეგ გააგზავნოთ ფული.
დააჭირეთ გადარიცხვები > ახალი გადარიცხვა > საბანკო გადარიცხვა. შეიყვანეთ მიმღების მონაცემები, აირჩიეთ ვალუტა, შეავსეთ დანარჩენი ველები და დაადასტურეთ გადარიცხვა.

შედით bank.paysera.com-ზე და მარცხენა მენიუში აირჩიეთ გადარიცხვები > საბანკო გადარიცხვა. შეიყვანეთ გადარიცხვის მონაცემები და არ დაგავიწყდეთ ვალუტისა და იმ ანგარიშის არჩევა, რომლიდანაც აგზავნით.