პირველი ეტაპი
- გადმოწერეთ Paysera Super App აპლიკაცია Google Play-დან ან Apple App Store-დან.
- გახსენით აპლიკაცია და აირჩიეთ თქვენთვის სასურველი ენა.
- აირჩიეთ ღილაკი ანგარიშის შექმნა.
- შეიყვანეთ თქვენი ტელეფონის ნომერი და სასურველი პაროლი. დარწმუნდით, რომ ეთანხმებით მომსახურების პირობებსა და წესებს, შემდეგ კი განაგრძეთ პროცესი.
- სმს-ით მიღებული ვერიფიკაციის კოდი შეიყვანეთ აპლიკაციაში.
- შექმენით ხუთნიშნა პინ-კოდი, რომელსაც ყოველ ჯერზე გამოიყენებთ აპლიკაციაში ავტორიზაციისთვის.
მეორე ეტაპი
- აირჩიეთ ღილაკი შეასრულეთ იდენტიფიკაცია.
- თავდაპირველად შეიყვანეთ თქვენი ელ.ფოსტა და მიუთითეთ ღილაკზე გაგრძელება.
- ელ.ფოსტაზე მიღებული კოდი შეიყვანეთ აპლიკაციაში.
- იმეილის დადასტურების შემდეგ, მიუთითეთ ღილაკზე გაგრძელება will appear next to Email confirmation. Tap გაგრძელება იდენტიფიკაციის პროცესის გასაგრძელებლად.
- აირჩიეთ თქვენი დოკუმენტის გამცემი ქვეყანა და დოკუმენტის ტიპი. შეადარეთ თქვენი დოკუმენტი მოცემულ მაგალითს, დარწმუნდით, რომ ის მოქმედია, და გააგრძელეთ.
- მოამზადეთ დოკუმენტი და გადაუღეთ სურათი. თუ ეს პირადობის ბარათია, გადაიღეთ ორივე მხარე. დარწმუნდით, რომ დოკუმენტი სრულად ჩანს თეთრ ჩარჩოში და ტექსტი მკაფიოდ იკითხება.
- იჰყევით აპლიკაციაში მოცემულ ინსტრუქციებს სახის ამოცნობის პროცესის დასასრულებლად და იდენტიფიკაციის საბოლოოდ დასადასტურებლად.
- თქვენი იდენტობის წარმატებით დადასტურების შემდეგ შეძლებთ ანგარიშის გახსნის პროცესის გაგრძელებას.
მესამე ეტაპი
ბიზნეს ანგარიშის გახსნა შეუძლია კომპანიის ხელმძღვანელს ან უფლებამოსილ პირს, რომელსაც აქვს ხელმძღვანელის მიერ ელექტრონული ხელმოწერით ხელმოწერილი ან ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა. ერთ-ერთი აუცილებელი დოკუმენტია პარტნიორთა (აქციონერთა) სია.
- გახსსენით აპლიკაცია, აირჩიეთპარამეტრები > ბიზნეს ანგარიში და მიუთითეთ ღილაკზე ბიზნეს ანგარიშის გახსნა.
- აირჩიეთ თქვენი კომპანიის რეგისტრაციის ქვეყანა.
- თუ თქვენი კომპანია რეგისტრირებულია ლიტვაში, ლატვიაში, ესტონეთში, ბულგარეთში ან რუმინეთში, მიჰყევით აპლიკაციაში მოცემულ ინსტრუქციებს. ყურადღებით შეავსეთ კლიენტის კითხვარი და დარწმუნდით, რომ ყველა ინფორმაცია სწორია.
- თუ თქვენი კომპანია სხვა ქვეყანაშია რეგისტრირებული, ანგარიშის გახსნის პროცესი გააგრძელეთ ვებ-ბრაუზერის საშუალებით.
- შედით ვებ-გვერდზე bank.paysera.com თქვენი პაროლის გამოყენებით.
- ზედა მარჯვენა კუთხეში დააჭირეთ თქვენს სახელს.
- აირჩიეთბიზნეს ანგარიშის გახსნა.
- კვლავ აირჩიეთ თქვენი კომპანიის რეგისტრაციის ქვეყანა.
- შეიყვანეთ თქვენი კომპანიის კოდი, შეავსეთ კითხვარი და ატვირთეთ ყველა საჭირო დოკუმენტი.
- აუცილებელი დოკუმენტებია: კომპანიის რეგისტრაციის დოკუმენტი, კომპანიის ხელმძღვანელის დანიშვნის დამადასტურებელი დოკუმენტი და პარტნიორთა (აქციონერთა) სია.
- მონიშნეთ ველი, რომ ეთანხმებით შესაძლო საკომისიოებს და გაეცანით გადახდის მომსახურების ზოგად ხელშეკრულებას. შემდეგ დააჭირეთ ღილაკს დადასტურება.
- თქვენი ბიზნეს ანგარიში გაიხსნება დოკუმენტების დამტკიცების შემდეგ.